Sunday, December 1, 2013

პროექტი ქართულ ენასა ლიტერატურაში

პროექტის სახელი
ქალი  მსგავსი გაზაფხულის
პროექტის მთავარი იდეა
ქალის ფენომენის გაცნობიერება.ქალის როლი საზოგადოებრივ   ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა
პროექტი  ხელს უწყობს მოსწავლეებში ქალის ფენომენის გაცნობიერებას. თანამედროვე ცხოვრებაშიც როგორი მნიშვნელოვანია ქალის როლი ,როგორც ოჯახში ,ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები
კვლევა-ძიების უნარის განვითარება
პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება
ანალიტიკური აზროვნების განვითარება
ლოგიკური მსჯელობა და დასკვნების გამოტანა.
მოსწავლეთა ასაკი
13-17 წლის.8-11 კლასები
ვადები / ხანგრძლივობა
2 თვე
მოსალოდნელი შედეგები
შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ მოძიებულ და დამუშავებულ მასალას ,გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებს ქალის შესახებ. ნახატებითა ფოტოებით მოაწყობენ გამოფენას სკოლაში, სადაც  ერთი კუთხე შეიძლება  დაეთმოს ამ ყოველივეს, რათა მეტმა მოსწავლემ შეძლოს დათვალიერება და ბავშვმა თავიდანვე 
გაიგოს, თუ რას წარმოადგენს და რა მოვალეობები აკისრია ამ მართლაცდა საოცარ არსებას,
პროექტის გახორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს 2გაიგებენ ქალის კულტის შესახებ
ქართ.VIII 1.2.IX.1.2.4. X 1.2.11.4.XI 1.2.4.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელოები,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1
თემის შერჩევა და დაგეგმვა
აქტივობა 2
ჯგუფებად დაყოფა (ჯგუფებად გადანაწილება ხდება დონის მიხედვით)
აქტივობა 3
ჯგუფებს ეძლევათ დავალება.

აქტივობა 4
 ინფორმაციის ორგანიზება შემდეგი კითხვების მიხედვით.
მოიძიონ ინფორმაცია ქალის ფენომენის შესახებ
1.სად რა ღირებულებები ფასობს?
2რომელ  ქვეყანაში რა მენტალიტეტი გააჩნიათ და რა ტრადიციები აქვთ?
3 როგორ ფასდება ქალი?
 აქტივობა 5  დავალება ჯგუფებს
1 .ქართველი ქალი მეფეები
2.ქართველი გმირი ქალები
3ქალი-დედა
  აქტივობა 6
ქალი ქართველი მწერლების შემოქმედებაში. პრეზენტაციის მომზადება თემაზე, ქალი -როგორც შემოქმედების მუზა.
მოძიებული ინფორმაციის წარმოდგენას ახდენენ ესეს სახით.
 ესეების განხილვის შემდეგ იმართება დისკუსია.
    აქტივობა 7     დისკუსია თემაზე : არის თუ არა დღეს ქალი შესაბამისად დაფასებული?
    აქტივობა 8   
მოსწავლეები იყოფიან წყვილებად, თითოეული წყვილი
მოიძიებს ინფორმაციას  ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების შესახებ. სადაც ქალს უმღერიან.
     აქტივობა 9  
ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას ,თუ როგორაა ქალი ხელოვნებაში წარმოდგენილი.
      აქტივობა10 
 შემაჯამებელი საღამო, სადაც მოსწაავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. 

საგნებთან კავშირი
ქართული,ისტორია, ხელოვნება,მუსიკა
პროექტის ხელმძღვანელი
ხათუნა რუხაია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
khatunarukhaai@gmail.com
ხელმძღვანელის ბლოგი:
http://khatunarukhaai.blogspot.com/

Tuesday, November 26, 2013

'

                                                ბუნება მბრძანებელია